saqarTvelos qedebi - raWis qedi
უმაღლესი წერტილი | მაჩხარახოხი |
კოორდინატები | 42°27`36` ჩ. გ. 43°39`07` ა. გ. |
სიმაღლე | 3007 მ |
სიგრძე | 85 კმ |
გასწვრივი გვერდითი ქედი კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, იწყება კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალ ზეკარასთან და მთავრდება დასავლეთით მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. სიგრძე - 85 კმ. სიმაღლე ზღვის დონიდან 2862 მ. აღმოსავლეთ ნაწილში აგებულია იურული ფიქლებითა და პორფირიტული წყებებით, დასავლეთით - ცარცული კირქვებით. რაჭის ქედზეა მწვერვალები: მაჩხარახოხი, სირხლებერთა (ლებეურის მთა), დაღვერულა, ხიხათა, ველტყევი, საწალიკე, ნაქერალა, თავშავა და სხვა; უღელტეხილები: ლეთა, ერწო, ხიხათა, ნაქერალა და სხვა. სამხრეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთი - დამრეცი, სადაც მდებარეობს შაორის ტაფობი.
შაორის ქვაბული კარსტული ღრმულია, რომელიც წყალსაცავადაა გამოყენებული. ქედის დასავლეთ ნაწილისათვის დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმების სიუხვე. რაჭის ქედის კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ჩრდილოეთ კალთაზე წიფლნარ-მუქწიწვიანებიც არის, თხემზე აღმოსავლეთ ნაწილში სუბალპური და ალპური მდელოებია.